loader

9 თვის ფეხმძიმე შტანგითა და ჰანტელებით ვარჯიშობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

9 თვის ფეხმძიმე შტანგითა და ჰანტელებით ვარჯიშობს

35 წლის ლოსანჯელესელი ბოდიბილდერი ლეა-ანა ელისონი 9 თვის ფეხმძიმეა და სპორტდარბაზში ვარჯიშს აქტიურად განაგრძობს. ფეხმძიმე ანა ისეთი სიმძიმის შტანგებსა და ჰანტელებს სწევს, რომ ზოგიერთი მამაკაცი ასეთი ტვირთის დაძლევაზე ვერც კი იოცნებებს.

ლეა-ანა ელისონმა საკუთარი ფოტოები "ფეისბუქში" განათავსა. მომხმარებლების დიდი ნაწილი ქალის საქციელს გმობს. მათ შორის რამდენიმე კომენტარი გინეკოლოგებმაც დადეს. ექიმების თქმით, ნაყოფისთვის მსგავსი დატვირთვა საშიშია.

"დიდი იმედი მაქვს, ამ ფოტოების ნახვის შემდეგ ფეხმძიმეები ანას არ მიბაძავენ და ბავშვის სიცოცხლეს საფრთხეს არ შეუქმნიან", - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

თუმცა ფეხმძიმე თავს კარგად გრძნობს და ამბობს, რომ სპორტდარბაზში ვარჯიში მისთვისაც და პატარასთვისაც ძალიან სასარგებლოა. ელისონისთვის ეს მესამე შვილია - მას 12 წლის ქალიშვილი და 8 წლის ვაჟი ჰყავს.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე