loader

მაგიის 5 წუთი - საოცარი ვიდეო მონტაჟის გარეშე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მაგიის 5 წუთი - საოცარი ვიდეო მონტაჟის გარეშე

"ნებისმიერი მაღალგანვითარებული ტექნოლოგია არაფრით განსხვავდება ჯადოქრობისგან" - ეს სიტყვები სამეცნიერო ფანტასტიკის ცნობილ ბრიტანელ მწერალს, არტურ კლარკს ეკუთვნის.

ამ სიტყვებით სრულდება ვიდეო, რომელიც სან ფრანცისკოში მოღვაწე დიზაინერულმა სტუდია Bot and Dolly-მ შექმნა. პროექტში, სახელწოდებით "ყუთი" (BOX), კრეატიულმა ჯგუფმა გვაჩვენა, როგორ იქმნება "მაგია".

ჯგუფმა ორ მოძრავ მონიტორზე გამოსახულების პროექციის წყალობით, ტრანსფორმაციის და სივრციდან სივრცეში გადასვლის ეფექტები შექმნა. ხანგრძლივი და რთული მუშაობის შემდეგ Bot and Dolly-მ გადაიღო ვიდეო მონტაჟის გარეშე, რეალურ დროში. ეფექტების მიღება დიზაინერებმა 3D-მოდელირებისა და სინათლის ვიზუალური ცვალებადობის  საშუალებით მოახერხეს.

ასევე იხილეთ: საუკეთესო ვიდეო ოპტიკური ილუზიითა და მონტაჟით