loader

ციხეში გამართულ სილამაზის კონკურსში ნარკომოვაჭრემ გაიმარჯვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ციხეში გამართულ სილამაზის კონკურსში ნარკომოვაჭრემ გაიმარჯვა

კოლუმბიაში, ქალაქ ბოგოტაში მდებარე ციხეში სილამაზის კონკურსი ჩატარდა. კონკურსში მარია კრისტინა ვილარიელმა გაიმარჯვა. ის სასჯელს ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის იხდის.

ჟიურის წევრები ტელეწამყვანები და შოუბიზნესის ცნობილი წარმომადგენლები იყვნენ. მათ კრიმინალთა შორის ყველაზე ლამაზი ქალი უნდა გამოევლინათ. ამ ციხეში, ძირითადად, ნარკოტიკით მოვაჭრეები იხდიან სასჯელს.

სილამაზის კონკურსი ყველა წესის დაცვით ტარდება - გოგონებთან პოდიუმზე გასვლამდე ვიზაჟისტები მუშაობენ და დიზაინერები საღამოს კაბებს არგებენ. დაწესებულებაში სილამაზის კონკურსი ბოლო 18 წელია ტარდება.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე