loader

სოფო ნიჟარაძის ვალსი და მომღერალზე შეყვარებული ჟიური - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოფო ნიჟარაძის ვალსი და მომღერალზე შეყვარებული ჟიური

3 ოქტომბერს, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში პოპულარული გასართობი შოუს, "ცეკვავენ ვარსკვლავების" მესამე სეზონის პრემიერა შედგა.

ახალ სეზონზე რეიტინგული შოუ ახალი ჟიურით, ახალი წამყვანებით და ახალი სცენით დაბრუნდა. რუსთაველის თეატრის ნაცვლად, "ცეკვავენ ვარსკვლავები" ამიერიდან თბილისის ცირკის არენაზე გაიმართება. რაც შეეხება ჟიურის, იგი შედგება ხუთი ყველასთვის ცნობილი და წარმატებული წევრისგან: მესამე სეზონზე მოცეკვავე ვარსკვლავებს სოფო შევარდნაძე, ნიკოლოზ ცისკარიძე, ნინო სურგულაძე, ოთარ ტატიშვილი და გოჩა ჩერტკოევი შეაფასებენ. შოუს ოთხი წამყვანი ჰყავს - დუტა სხირტლაძე, ნანკა კალატოზიშვილი, კახა კინწურაშვილი და ლიკა ლაბაძე.

13 წყვილიდან ერთ-ერთი საუკეთესო ცეკვა მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ და მისმა მეწყვილე რამაზ ლაზარიშვილმა აჩვენეს. წყვილმა ნელი ვალსი იცეკვა და ჟიურის აღფრთოვანება და აპლოდისმენტები დაიმსახურა. რუსეთში მოღვაწე ცნობილი ბალერონი ნიკოლოზ ცისკარიძე სოფოს სიყვარულში გამოუტყდა და აღნიშნა, რომ უკვე მრავალი წელია ნიჟარაძის ფანია.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე