loader

უსაყვარლესი თეთრი ლომის ბოკვერი "ღრიალს" სწავლობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უსაყვარლესი თეთრი ლომის ბოკვერი "ღრიალს" სწავლობს

ეს უსაყვარლესი თეთრი ლომის ბოკვერი სერბეთში, ბელგრადის ზოოპარკში გასულ კვირას გაჩნდა. ახალშობილი ხვადის დედა სახელად მაშა, სერბეთში სამხრეთ აფრიკიდან ჩაიყვანეს. ბოკვერისთვის ჯერ სახელი არ შეურჩევიათ, იგი 1,5 კგ-ს იწონის და უკვე ცდილობს "ღრიალს", თუმცა მისი ხმა უფრო მეტად გაგაღიმებთ, ვიდრე შეგაშინებთ.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ზოოპარკში თერთმეტი თეთრი ლომი ცხოვრობს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მათი რაოდენობა საკმაოდ მცირეა და 500-ს არ აღემატება.