loader

"რომეო" მომნუსხველი მზერით ინტერნეტჰიტი გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რომეო" მომნუსხველი მზერით ინტერნეტჰიტი გახდა

ახალგაზრდა "რომეო" ერთ დღეში ინტერნეტვარსკვლავი გახდა, თუმცა არც ისე სახარბიელო მიზეზით. ბიჭმა ლოს ანჯელესში "სტარბაკსის" კაფეში გაცნობილ გოგონას ტელეფონის ნომერი გაუცვალა, თუმცა დარეკვის ნაცვლად, უჩვეულო მეთოდით დაპატიჟა პაემანზე - ქალმა ტელეფონით გადაღებული 15-წამიანი ვიდეო მიიღო, რომელშიც "რომეო" მის მონუსხვას დაჟინებული მზერითა და მომხიბვლელი ღიმილით ცდილობს, ბოლოს კი უცნაური ჟესტით აგვირგვინებს ვიდეოპაემანს.

როგორც ჩანს, გოგონამ ვიდეო მეგობრებს გაუზიარა და ასე, ხელიდან ხელში "რომეო" "ინსტაგრამზე" აღმოჩნდა. სამ დღეში ვიდეო 71 ათასმა ადამიანმა ნახა და სოციალურ ქსელებში პაროდიების "ტალღა" გამოიწვია.

ვიდეოში პირველი 15 წამი ამ ისტორიის მთავარი გმირია, დანარჩენები კი მის ჟესტს დასცინიან. ისტორიის გაგრძელება ჯერჯერობით უცნობია - არავინ იცის, დათანხმდა თუ არა გოგონა პაემანს "შერცხვენილ" მიჯნურთან.