loader

Voice-ის კონკურსანტის "სალსა" და დუეტი ქრისტინა აგილერასთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

Voice-ის კონკურსანტის "სალსა" და დუეტი ქრისტინა აგილერასთან

ამერიკული Voice-ის მეხუთე სეზონის შესარჩევი ტურები დასასრულს უახლოვდება. ოთხივე მწვრთნელმა გუნდები 12-12 მონაწილით დააკომპლექტა. ბრმა ქასთინგის ბოლო ეპიზოდში ჟიურის წინაშე საკმაოდ საინტერესო კონკურსანტები წარსდგნენ, მათ შორის 27 წლის მაიკლ ლინჩი, რომელმაც ენრიკე იგლესიასის ჰიტი Bailamos ინგლისურ-ესპანურად შეასრულა.

მაიკლს სამი მწვრთნელი მოუბრუნდა და მან არჩევანი ქრისტინა აგილერაზე შეაჩერა. პოპ-მომღერალი ამ ფაქტმა ისე გაახარა, მიკროფონი მოითხოვა და მაიკლთან ერთად იმღერა.