loader

შემზარავი კუნძული, სადაც მხოლოდ წყალში დამხრჩვალი გოგონას თოჯინები "ცხოვრობენ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შემზარავი კუნძული, სადაც მხოლოდ წყალში დამხრჩვალი გოგონას თოჯინები "ცხოვრობენ"

მეხიკოში მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე საზარელი კუნძული Isla de las Munecas, რომელსაც მსოფლიო "თოჯინების კუნძულის" სახელით იცნობს.

კუნძულის მთელ ტერიტორიაზე არხში დამხრჩვალი პატარა გოგონას თოჯინებია მიმოფანტული. კუნძული მოსახლეობისგან დაცლილია და იქ მხოლოდ თოჯინები "ცხოვრობენ". ადგილი მართლაც საზარელია, ყველა ხეზე ძველი თოჯინებია ჩამოკიდებული - უმეტესობას თვალები აქვს დათხრილი, კაბა - დახეული. ტერიტორიაზე სამარისებური სიჩუმე დგას. კუნძულზე მზის ჩასვლისას სტუმრობა რეკომენდებული არაა.

ხეებზე თოჯინები ადგილობრივმა ჯულიან სანტანა ბარერამ ჩამოკიდა. სწორედ მან იპოვა არხში დამხრჩვალი პატარა გოგონას გვამი. მეორე დღეს წყალმა იმავე ადგილას თოჯინა გამორიყა. სანტანას სჯეროდა, რომ სათამაშო ბავშვს ეკუთვნოდა და ფიქრობდა, რომ ამ ადგილებში გოგონას სული დაეხეტება; სწორედ ამიტომ მთელ ტერიტორიაზე თოჯინებს ხეებზე კიდებდა. მან მთელი კუნძული პატარა გოგონას ხსოვნას მიუძღვნა.

დროთა განმავლობაში ეს ადგილი ტურისტების თავშეყრის ადგილად იქცა. ტურისტების დიდი ნაწილი კუნძულიდან სახლში შეშინებული ბრუნდება. სანტანასთან დროთა განმავლობაში ტურისტებს სათამაშოები საჩუქრად მიჰქონდათ, შესაბამისად, ტერიტორია ათასზე მეტი თოჯინით აივსო.

თუმცა, კუნძულზე ტრაგედია გოგონას სიკვდილით არ დასრულებულა. 2001 წელს სანტანა იმავე ადგილას დაიხრჩო, სადაც გოგონას გვამი იპოვა.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე