loader

მამაკაცმა მეგობარ გოგონას შარვალზე "ერთგულების" ბოქლომი დაადო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამაკაცმა მეგობარ გოგონას შარვალზე "ერთგულების" ბოქლომი დაადო

მექსიკელმა მამაკაცმა საკუთარ მეგობარ გოგონას შარვალზე ბოქლომი ჩამოჰკიდა, რათა მისთვის არ ეღალატა. პოლიციის თქმით, მათ 25 წლის ქალმა მიმართა, რომელიც მუცლის არეში საშინელი ტკივილისგან იტანჯებოდა. გოგონას მტკიცებით, მისი საყვარელი მამაკაცი მსგავს ქცევას წლების განმავლობაში ახორციელებდა, ხოლო შიშის გამო, ქალი ვერ ახერხებდა შარვლის გაჭრას და ბოქლომის მოხსნას.

პოლიციაში საჩივრის შესვლისთანავე 40 წლის მამაკაცი დააკავეს, თუმცა, მოგვიანებით გოგონამ ბრალდებაზე უარი თქვა და პოლიციას დამნაშავის გათავისუფლება ხელწერილის საფუძველზე მოუხდა.