loader

თამუნა მუსერიძეს დაბადების დღე სტრიპტიზით მიულოცეს (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თამუნა მუსერიძეს დაბადების დღე სტრიპტიზით მიულოცეს (+18)

ტელე-რადიო წამყვანმა თამუნა მუსერიძემ დაბადების დღე კლუბ "ვიპ თაიმში" აღნიშნა. წვეულებაზე, ძირითადად, ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები იყვნენ მიწვეულნი. იუბილარი 60 სტუმარს ელოდა, თუმცა დაბადების დღის მისალოცად კლუბში 180 ადამიანი მივიდა. მათ შორის - "ქუჩის ბიჭები", მაია კაჭკაჭიშვილი, რეპერი "ძვალი", "მასტერა", ვახო ბიჭიკაშვილი, ბექა ბროლაძე, გიორგი კაკულია, "ნიკოლ შოუ" და ასევე, დამწყები მომღერლები, რომლებმაც მეგობარს დაბადების დღე სცენიდან მიულოცეს. მიწვეულ სტუმართა შორის კესარია აბრამიძეც იყო.

საღამოს კულმინაცია იუბილარისა და საქართველოში ერთადერთი სტრიპტიზიორი მამაკაცის ცეკვა გამოდგა. იუბილარისთვის დაბადების დღის მილოცვა ასევე ცეკვით გადაწყვიტა ეპატაჟებით ცნობილმა ტელე-რადიო წამყვანმა გიორგი ნაზღაიძემაც.

მოგვიანებით იუბილარმა სტუმრებს მადლობა სიმღერით გადაუხადა.
წვეულება დილამდე გაგრძელდა.