loader

შოკისმომგვრელი ნომერი "ნიჭიერში": სახით დაკიდებულმა ქალმა ბაგირზე იბზრიალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შოკისმომგვრელი ნომერი "ნიჭიერში": სახით დაკიდებულმა ქალმა ბაგირზე იბზრიალა

"რუსთავი 2"-ის მეგა-შოუ "ნიჭიერში", ბოლო ქასთინგზე, მაყურებლის წინაშე თამარ მჭედლიშვილი წარსდგა. მან საკუთარი გამოსვლა მამის ხსოვნას მიუძღვნა. როგორც თამარ მჭედლიშვილმა განაცხადა, მამამისი ცირკის მსახიობი იყო და ქალიშვილი პატარობიდანვე რთულ ილეთებს მიაჩვია.

თამარ მჭედლიშვილის საცირკო ნომერი რუსთავის ავტოდრომზე შედგა. ექსტრემალური სანახაობა შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. თამარ მჭედლიშვილმა საჰაერო ნომერი მაღალ სიმაღლეზე, ბაგირზე სახით დაკიდებულმა შეასრულა. ნომერმა, მაყურებლისა და ჟიურის უდავო აღიარება მოიპოვა და კონკურსანტი მომდევნო ტურში გადავიდა.