loader

მამაკაცის რეაქცია შეყვარებულის ღალატის შეტყობისას - რატომ არ უნდა იხუმროთ ამ თემაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამაკაცის რეაქცია შეყვარებულის ღალატის შეტყობისას - რატომ არ უნდა იხუმროთ ამ თემაზე

ახალგაზრდა მამაკაცმა გადაწყვიტა, საკუთარი მეგობარი გოგონა გაეშაყირებინა და შემდეგ ეს ყველაფერი ვიდეოზე გადაეღო. ხუმრობა კი იმაში მდგომარეობდა, რომ მას გოგონასთვის უნდა ეთქვა ღალატის შესახებ, რომელის გამოც ძალიან ნერვიულობს და სინდისი ქენჯნის. თუმცა, ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც ხუმრობის ავტორს სურდა: აღიარების დროს გოგონა შეყვარებულს გამოუტყდა, რომ მანაც უღალატა, რამაც ბიჭი ნამდვილ შოკში ჩააგდო. საბედნიეროდ, ყველაფერი ხუმრობა გამოდგა: გოგონა ბიჭს ჩანაფიქრს მიუხვდა და პირიქით სცადა მისი გაშაყირება.