loader

"ფემენის" წევრები მუსიკალურ კლიპში მოხვდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ფემენის" წევრები მუსიკალურ კლიპში მოხვდნენ

ვიდეოკლიპი "ფემენის" აქტივისტების მონაწილეობით - ცნობილმა უკრაინულმა როკ-ჯგუფმა "ჰაიდამაკმა" სერგეი კუზმინსკის სიმღერაზე "ჰეი, ივანე" ახალი ვიდეო გამოუშვა, რომელშიც ჯგუფის კონცერტებიდან აღებული კადრები ქალთა მოძრაობა "ფემენის" სკანდალური აქციების ვიდეოებთან ერთადაა დამონტაჟებული.

"ფემენი" იმიტომ ავარჩიეთ ამ კლიპზე სათანამშრომლოდ, რომ ისინი თავზეხელაღებულები, ეპატაჟურები და სექსუალურები არიან. როდესაც კაცები გლამურულები ხდებიან, ბრძოლას ქალები იწყებენ. ჩვენ გვსიამოვნებს ეკრანზე მათ გვერდით გამოჩენა" , - ამბობს "ჰაიდამაკის" ლიდერი ალექსანდრ იარმოლა. თავის მხრივ, ფემენის ლიდერმა ანა გუცოლმა განაცხადა, რომ კლიპმა "კაცებისა და ქალების მებრძოლი სული გააერთიანა".