loader

"გული" თვალში - ახალი მოდა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გული" თვალში - ახალი მოდა?

ლუსი ლაკაიანკო, შესაძლოა, ნიუ-იორკში მცხოვრები ერთადერთი ქალბატონია, რომელსაც თვალში იმპლანტი -"გული" აქვს. თვალის ერთჯერად პროცედურაში მან 3000 დოლარი დახარჯა, რათა პლატინის მასალის, გულის ფორმის სამკაული მისთვის მარჯვენა თვალში ჩაესვათ.

პროცედურა გოგონას ექიმმა ჩინმა გაუკეთა. მსგავსი ოპერაცია სულ რამდენჯერმე ჩატარებულა, ხოლო ნიუ-იორკის შემთხვევაში - პირველია.
ეს საოცარი კოსმეტიკური პროცედურა 2004 წელს ჰოლანდიელმა ქირურგ-ოფთალმოლოგმა გამოიგონა და, როგორც ექიმი ჩინი აცხადებს, სრულიად უსაფრთხოა. ჩინის მტკიცებით, იგი არ იწვევს სიბრმავეს და თვალის სხვა მძიმე დაავადებებს. თუმცა, ოფთალმოლოგიის ამერიკული აკადემიის სპეციალისტები მომხმარებელს აფრთხილებენ, რომ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ ეს პროცედურა მართლაც უსაფრთხოა.