loader

პრინცესა დიანას "ზღაპრული" კაბა აუქციონზე იყიდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრინცესა დიანას "ზღაპრული" კაბა აუქციონზე იყიდება

ბრიტანეთის გარდაცვლილი პრინცესას, ლედი დიანას ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ კაბას აუქციონზე გასაყიდად გაიტანენ.

თვალისმომჭრელი სილამაზის გამო ამ სამოსს "ზღაპრულ კაბას" უწოდებენ. იგი პრინცესას ერთ-ერთმა საყვარელმა დიზაინერმა ემანუელმა 1986 წელს შექმნა. ოქროს ძაფებით, მარგალიტებით და თეთრი კრისტალებით მორთულ ხელნაკეთ კაბას კომპლექტში პატარა ჩანთა და ხელთათმანები მოჰყვება.

"კაბა რომ სამეფო ოჯახის წარმომადგენლისთვის არის შექმნილი, ეს ერთი შეხედვისთანავე ჩანს - ის მართლაც ზღაპრულია", - აცხადებს აუქციონის ხელმძღვანელი. ვარაუდობენ, რომ კაბა 80 ათას გირვანქა სტერლინგად  გაიყიდება.