loader

"ჩიტო გვრიტო" ნანი ბრეგვაძის და ბუბა კიკაბიძის უკრაინელი ორეულების შესრულებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩიტო გვრიტო" ნანი ბრეგვაძის და ბუბა კიკაბიძის უკრაინელი ორეულების შესრულებით

პოპულარულ უკრაინულ გასართობ შოუში Як дві краплі (ქართული ანალოგი "ერთი ერთში") მონაწილეებმა ქართველი მომღერლები - ნანი ბრეგვაძე და ვახტანგ კიკაბიძე განასახიერეს.

რომანსების დედოფლის იმიჯი 18 წლის მომღერალმა ალინა გროსუმ მოირგო და სიმღერა Снегопад შეასრულა, ხოლო ბუბა 39 წლის უკრაინელმა მომღერალმა ვალერი ხარჩიშინმა განასახიერა და Мои года იმღერა. ალინას შეფასებისას წამყვანებმა გაიხსენეს, რომ ადრე ნანი და ბუბა ერთად მღეროდნენ, ამიტომ გროსუს და ხარჩიშინს სთხოვეს, ერთად შეესრულებინათ სიმღერა. უკრაინელმა მომღერლებმა "ჩიტო გვრიტო" იმღერეს.


ასევე იხილეთ:

ბუბა კიკაბიძის "ჩიტო გვრიტო" და სექსუალური სტიუარდესები უკრაინულ შოუში

უკრაინელი მომღერლის მიერ განსახიერებულმა ბუბა კიკაბიძემ ჟიური აატირა

18 წლის პოპ-მომღერალმა უკრაინულ შოუში ნანი ბრეგვაძე განასახიერა

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე