loader

შობას სასწაულები ხდება! - დაუჯერებელი სიურპრიზი კანადური ავიახაზების მგზავრებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შობას სასწაულები ხდება! - დაუჯერებელი სიურპრიზი კანადური ავიახაზების მგზავრებს

საახალწლო სამზადისი მთელ მსოფლიოში პიკს აღწევს. წლის ყველაზე მრავალფეროვანი და მოულოდნელობებით სავსე დღისთვის ყველა განსაკუთრებულად ემზადება. კანადის სახელმწიფო ავიაკომპანია WestJet-მა კი თავის მომხმარებლებს ყველასგან გამორჩეული სიურპრიზი მოუწყო.

სანამ მგზავრები თვითმფრინავში ჩასხდებოდნენ, აეროპორტის მოსაცდელში დიდ მონიტორზე თოვლის ბაბუას გაესაუბრნენ და საახალწლო სურვილები გაუმხილეს... კეთილი სანტა სულ 250 მგზავრს გაესაუბრა, რომელთა სურვილების ასასრულებლად ავიაკომპანიის თანამშრომლებს სულ 4 საათი ჰქონდათ... თუმცა თვითმფრინავის დაჯდომამდე ყველაფერი მოესწრო და ყველა მგზავრს ნანატრი საჩუქარი შეხვდა... ეს საოცარი რეაქციები აუცილებლად უნდა ნახოთ...

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე