loader

"შოუბიზნესის მაფიოზი" და "ყვითელი ჰალსტუხი" - ქართველი ვარსკვლავები "მეგას" დაჯილდოებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შოუბიზნესის მაფიოზი" და "ყვითელი ჰალსტუხი" - ქართველი ვარსკვლავები "მეგას" დაჯილდოებაზე

10 დეკემბერს ქართული მუსიკალური ბომონდი მარჯანიშვილის სახელობის თეატრში შეიკრიბა, სადაც მუსიკალური დაჯილდოება "მეგას" რიგით მეთოთხმეტე ცერემონიალი გაიმართა. 26 ნომინაციაში სხვადასხვა მომღერალი, კომპოზიტორი თუ ჯგუფი დასახელდა. საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალს "მეგას" დამფუძნებელი ბესო ჩუბინიძე და ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი უძღვებოდნენ.

2013 წლის "ყველაზე პოპულარული მომღერლის" ტიტული სალომე ქათამაძეს ერგო, "საუკეთესო იმიჯისა" და "ქალაქური სიმღერების შესრულებისთვის" ნინო ჩხეიძე დაჯილდოვდა, "წლის კონცერტის" ნომინაციაში გამარჯვებული "ქუჩის ბიჭები" გახდა, "ხალხის სიმპათია" კი აშშ-დან ცოტა ხნის წინ დაბრუნებული მომღერალი ნინი შერმადინი გახდა.

იყო უხერხული ნომინაციებიც. "ქართული შოუბიზნესის მაფიოზის" წოდება მარინა ბერიძეს გადაეცა, "წლის სკანდალად" ნინი ბადურაშვილის ოჯახური ისტორია დასახელდა, თუმცა არც ერთი ნომინანტი დარბაზში არ გამოჩენილა. ყვითელი პრესის ფურცლებზე ყველაზე ხშირი გამოჩენისთვის მომღერალ მარკუს მეტრეველს ყვითელი ჰალსტუხი გადაეცა.

"მეგას" ორგანიზატორებს სურვილი აქვთ, რომ მომავალ წელს საიუბილეო, რიგით მეთხუთმეტე დაჯილდოება განსაკუთრებით პომპეზური და დასამახსოვრებელი იყოს.

ავტორი: კობა ბრეგვაძე

იხილეთ ვიდეო  georgianews.ge-ზე