loader

სენსაცია თბილისის ზოოპარკში - თეთრი ლომის ბოკვერები დაიბადნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სენსაცია თბილისის ზოოპარკში - თეთრი ლომის ბოკვერები დაიბადნენ

თბილისის ზოოპარკს ახალი ბინადრები ჰყავს. თეთრ ლომებს, სემსა და კლეოპატრას 5 ბოკვერი ეყოლათ. მეხუთე ნაშიერი სუსტი იყო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. დანარჩენი ბოკვერები თავს კარგად გრძნობენ და განსაკუთრებული მზრუნველობის ქვეშ იმყოფებიან.

პატარები ადმინისტრაციამ ცალკე მოათავსა, რადგან მათი დედა, კლეოპატრა, გამოუცდელობის გამო ბოკვერების მოვლას თავს ვერ ართმევდა. ახალშობილები ახლა სპეციალურად მოწყობილ ოთახში ბინადრობენ და მათზე ძიძა გულიკო კონცელიძე ზრუნავს.

როგორც თბილისის ზოოპარკის "ფეისბუქის" გვერდზე ვკითხულობთ, თეთრი ლომი მსოფლიოს სამოცდაათამდე ზოოპარკში ბინადრობს და საქართველოში მათი გამრავლება ძალიან მნიშვნელოვანია ამ ჯიშის გადარჩენისთვის.