loader

გელა გურალიამ ჯექსონის ჰიტით ფურორი მოახდინა - მომღერალი რუსული Voice-ის ნახევარფინალშია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გელა გურალიამ ჯექსონის ჰიტით ფურორი მოახდინა - მომღერალი რუსული Voice-ის ნახევარფინალშია

13 დეკემბერს რუსული Voice-ის მეორე სეზონის ლაივ შოუში ნახევარფინალისტების ვინაობა გაირკვა. სცენაზე თითოეული მწვრთნელის სამ-სამი კონკურსანტი გამოვიდა, მათ შორის ორი ქართველი - ეთერ ბერიაშვილი და გელა გურალია.

დიმა ბილანმა გელა გურალია ორ ძლიერ კონკურსანტთან - ჟაკლინ მიგალთან და ფარიდ ასკეროვთან ერთად დააყენა სცენაზე. ქართველმა კონკურსანტმა მაიკლ ჯექსონის Earth song ფანტასტიკურად იმღერა. მისმა შესრულებამ ჟიური და დარბაზი ფეხზე დააყენა. საბოლოოდ, მწვრთნელმა დიმა ბილანმა ყველაზე მეტი - 50 პროცენტი გელას დაუწერა, 30 ჟაკლინს და 20 ფარიდს. რაც შეეხება რუს მაყურებელს, მათაც ხმების უმრავლესობა ქართველ მომღერალს არგუნეს და შედეგად გურალიას რუსული Voice-ის ნახევარფინალში ვიხილავთ.

ასევე იხილეთ:

რუსული შოუს ქართველი ლიდერი - გელა გურალიამ Voice-ის მწვრთნელები აატირა