loader

"ლეგოს" ნახევარ მილიონზე მეტი ელემენტისგან აწყობილი ავტომანქანა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ლეგოს" ნახევარ მილიონზე მეტი ელემენტისგან აწყობილი ავტომანქანა

ორმა ახალგაზრდა ავსტრალიელმა, სტივ სანმარტინომ და რაულ ოაიდამ "ლეგოს" ნახევარ მილიონზე მეტი ელემენტისგან მანქანა ააწყეს. "ლეგო"-მანქანას საათში 32 კილომეტრის სიჩქარით შეუძლია იმოძრაოს. კონსტრუქტორებს "ლეგო"-ბლოკების შესაძენად 60 000 დოლარის დახარჯვა მოუწიათ.

თავდაპირველად მანქანა რუმინეთში ააწყეს, რის შემდეგაც იგი ავსტრალიაში გემით გადაიტანეს. თუმცა, მგზავრობის დროს მანქანა მნიშვნელოვნად დაზიანდა, ამიტომ დანიშნულების ადგილზე მიტანისთანავე იგი თავიდან შეაკეთეს.

ამჟამად "ლეგო"-მობილი მელბურნის ქუჩებში თავისუფლად სეირნობს და საკუთარი უჩვეულო იერით მრავალი ადამიანის მზერას იპყრობს.