loader

როგორ გამოიყურება ჭიანჭველების მიწისქვეშა ქალაქი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურება ჭიანჭველების მიწისქვეშა ქალაქი

ბრაზილიაში მეცნიერებმა ჭიანჭველების შთამბეჭდავი მიწისქვეშა ქალაქი გამოიკვლიეს. მწერებისგან მიტოვებული მიწისქვეშა მეგაპოლისის გამოსაკვლევად ბრაზილიაში მეცნიერთა რამდენიმეკაციანი ჯგუფი ჩავიდა.

ჭიანჭველების ქალაქი, მეცნიერებისთვის გაურკვეველი მიზეზით, მიტოვებული იყო და მასში მწერები აღარ ბინადრობდნენ. ადგილზე ჩასულმა ექსპერტებმა 10 ტონა ბეტონით ამოავსეს დაახლოებით 50 კვ/მეტრის ფართობის მიწისქვეშა საცხოვრებელი, ერთი თვის შემდეგ კი გათხრების წარმოება დაიწყეს, რამაც საოცარი შედეგი გამოიღო: მიწის ამოღების შემდეგ ჭიანჭველების მიერ სიღრმეში გაკვლეულმა გზებმა და არხებმა დღის სინათლე იხილა.


ასევე იხილეთ:

ჭიანჭველები - ჩვენ ერთი გუნდი ვართ!

ჭიანჭველების ბუდეში ჩასხმული ალუმინით მიღებული გასაოცარი შედეგი