loader

უკრაინული "ალილო" - საშობაო ფლეშმობი მატარებელში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინული "ალილო" - საშობაო ფლეშმობი მატარებელში

უკრაინული ელექტრომატარებლის მგზავრებმა ექსპრომტად ულამაზესი "ალილო" შეასრულეს. მართლმადიდებლურ შობამდე რამდენიმე დღით ადრე მატარებელი ტერნოპოლიდან ლვოვის მიმართულებით მიდიოდა და მგზავრებმა ფლეშმობის მოწყობა გადაწყვიტეს. YouTube-ზე გამოჩნდა ვიდეო, სადაც ელექტრომატარებელში მჯდარი რამდენიმე ახალგაზრდა უკრაინულ "ალილოს" ასრულებს.

თუ "ვიკიპედიას" დავუჯერებთ, უკრაინული "ალილო" ანუ "შჩედრიკი"კიეველი კომპოზიტორის, ნიკოლაი ლეონტოვიჩის დამუშავების შემდეგ საქვეყნოდ ცნობილი გახდა. პირველად "შჩედრიკი" კიევის უნივერსიტეტის გუნდმა 1916 წელს შეასრულა, მოგვიანებით კი მას ამერიკაში გადახვეწილმა უკრაინელმა ემიგრანტებმა მოუტანეს პოპულარობა.