loader

თბილისის ზოოპარკში ზებრა დაიბადა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის ზოოპარკში ზებრა დაიბადა

თბილისის ზოოპარკში ბურჩელის ზებრა დაიბადა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის ზოოპარკი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, პატარა და დედა თავს კარგად გრძნობენ. ახალდაბადებული ზებრა და მისი დედა მთელი დღე გარეთ არიან და დამთვალიერებლებს მათი ნახვა დღის განმავლობაში, ნებისმიერ დროს შეუძლიათ.

ზოოპარკის თანამშრომლებმა ახალდაბადებული ზებრის სქესი ჯერჯერობით არ იციან, რადგან დედა მათ პატარა ზებრასთან ახლოს არ უშვებს.

ბურჩელის ზებრებს თავიდანვე გამოკვეთილი ხაზები არ გააჩნიათ, აბურძგნული პრიალა და მოყავისფრო ბეწვი აქვთ. დაახლოებით 10 წუთში ფეხზე დგებიან, ერთ კვირაში დედას უკან მიჰყვებიან და ბალახს ჭამენ, თუმცა 16 თვემდე რძესაც მიირთმევენ.

ბურჩელის ზებრები (Equus burchellii) ადვილი გასარჩევები არიან ზებრას სხვა სახეობებისგან, მათი შავი ხაზები უფრო ფართოა. ზებრებს შორის ყველაზე უკეთეს მდგომარეობაში სწორედ ბურჩელის ზებრის პოპულაციაა. აფრიკის მოსახლეობის ზრდამ და ცხოველებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ბალახოვანი მინდვრებისა და სავანას განადგურებამ შეიძლება კრიტიკულ მდგომარეობამდე მიიყვანოს ეს სახეობა.