loader

მწვანე პითონი და გაურკვეველი სქესის ზებრა - თბილისის ზოოპარკის ახალი ბინადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მწვანე პითონი და გაურკვეველი სქესის ზებრა - თბილისის ზოოპარკის ახალი ბინადრები

თბილისის ზოოპარკს კიდევ ერთი ახალი ბინადარი ჰყავს. მწვანე პითონის ნახვა ზოოპარკის სტუმრებს უკვე შეუძლიათ. მისი თავდაპირველი მეცნიერული დასახელება ბერძნული მითოლოგიიდან მოდის და "დრაკონის მსგავს მწვანე გველს" ნიშნავს. მწვანე პითონი პაპუა-ახალი გვინეის ტროპიკული წვიმის ტყეებში, ინდონეზიის კუნძულებსა და ავსტრალიაშია გავრცელებული.

თავს კარგად გრძნობს ზოოპარკის კიდევ ერთი ახალი ბინადარი. ბურჩელის პატარა ზებრას, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიბადა, ჯერ სახელი არ აქვს, რადგან დედა პატარასთან არავის უშვებს და მისი სქესი უცნობია.