loader

რატომ "ყიყინებს" თბილისის ზოოპარკის ბინადარი თეთრი ბოკვერი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ "ყიყინებს" თბილისის ზოოპარკის ბინადარი თეთრი ბოკვერი

თბილისის ზოოპარკის "ფეისბუქის" გვერდზე ვიდეო განთავსდა, სადაც ცოტა ხნის წინ დაბადებული თეთრი ლომის ბოკვერია ასახული.

ზოოპარკის ინფორმაციით, ბოკვერი დედისგან დამოუკიდებლად იზრდება და მასზე ძიძა ზრუნავს. პატარას ყოველი ჭამის შემდეგ მუცლის მასაჟი სჭირდება, რომ საკვები კარგად მოინელოს და ნორმალურად წარიმართოს ფიზიოლოგიური პროცესები. ბუნებაში დედა ლომი ბოკვერის მუცლის ლოკვით ეხმარება პატარას მონელებაში, ზოოპარკის თანამშრომელი კი მუცლის მასაჟით ცდილობს "დედის როლის" შეთავსებას. როგორც ჩანს, პატარა ლომი ამ პროცესს აპროტესტებს და სასაცილო ხმებს გამოსცემს - ბაყაყივით ყიყინებს.