loader

60 წლის პორნომსახიობმა მაილი საირუსის სიმღერის პაროდია გადაიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

60 წლის პორნომსახიობმა მაილი საირუსის სიმღერის პაროდია გადაიღო

ცნობილმა ამერიკელმა პორნომსახიობმა რონ ჯერემიმ მაილი საირუსის სიმღერის ქავერ ვერსია ჩაწერა და პაროდიული სახის ვიდეო რგოლიც გადაიღო. კლიპში მსახიობი საცვალსა და ფეხსაცმელში გამოწყობილი ევლინება მაყურებელს და საირუსის მოძრაობების კოპირებას ახდენს. ვიდეოს რეჟისორია ნათან კოლტრეინი, ხოლო აღმასრულებელი პროდიუსერი - ემბერ სმიტი. ვიდეომ რამდენიმე დღეში მილიონზე მეტი ნახვა და ათასობით კომენტარი დააგროვა.

აღსანიშნავია, რომ 60 წლის მსახიობი რეკორდსმენია პორნოფილმებში მონაწილეობის მაჩვენებლით - მისი ფილმების რაოდენობა 2000-ს უტოლდება. ამის გამო ჯერემიმ გინესის რეკორდების წიგნში საკუთარი ადგილიც მოიპოვა. პორნო ფილმების გარდა, რონი მონაწილეობს ისეთი მომღერლებისა და ჯგუფების ვიდეო რგოლებში, როგორიცაა: კიდ როკი, Orgy და Sublime.