loader

Valentino-ს ნატიფი და ელეგანტური კოლექცია 2014 წლის გაზაფხული-ზაფხულისთვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

Valentino-ს ნატიფი და ელეგანტური კოლექცია 2014 წლის გაზაფხული-ზაფხულისთვის

პარიზის მოდის კვირეულზე სამოდელო სახლმა Valentino-მ 2014 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარმოადგინა. აღსანიშნავია, რომ იტალიური სამოდელო სახლის ჩვენებებს პუბლიკა განსაკუთრებულად ელოდება.

ახალ სეზონში Valentino დარჩა ნატიფი და ელეგანტური სილუეტის ერთგული - მისი დიზაინერების ხელწერა არ ჰგავს დანარჩენი სამოდელო სახლების მიერ შექმნილ ნამუშევრებს. კოლექციის შთაგონების წყაროა ოპერა. ბორდოსფერი, ყავისფერი, დახვეწილი ნაცრისფერი და პასტელური ჩალისფერი - დიზაინერებმა ამ ფერებზე გააკეთეს აქცენტები.

კვირეულზე კოლექცია მარია გრაცია კიურიმ და პიერ პაოლო პიჩოლიმ წარმოადგინეს, რომლებიც სამოდელო სახლ Valentino-სთვის მუშაობენ.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე