loader

ქაღალდის საოცრება: წელვადი ქანდაკებები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქაღალდის საოცრება: წელვადი ქანდაკებები

ჩინელი მოქანდაკის, ლი ჰუნბოს ნამუშევრები ერთი შეხედვით არაფრით გამოირჩევა თაბაშირის სხვა საშუალოსტატისტიკური ქანდაკებებისგან - მაგრამ ეს წმინდა წყლის ილუზიაა, რადგან ისინი ათასობით ქაღალდის ფურცლისგანაა დამზადებული და დრეკადია. თუ მოგინდებათ, შეგიძლიათ მთელი ქანდაკება ჰაეროვან თეთრ მასად გაწელოთ, მერე კი ადრინდელი ფორმა დაუბრუნოთ.

პეკინელ არტისტს, რედაქტორსა და დიზაინერს, ლი ჰუნბოს ამ უნიკალური ნამუშევრების შექმნა ტრადიციულმა ჩინურმა თოჯინებმა და სადღესასწაულო დეკორაციებმა შთააგონა, რომლებიც თხელი ქაღალდისა და წებოსგან მზადდება და სხვადასხვა ფორმას იღებს. მან გადაწყვიტა, იგივე მეთოდი ეცადა ადამიანების ქანდაკებებზე და შედეგად ეს უჩვეულო დრეკადი ხელოვნების ნიმუშები მიიღო.