loader

ექსკლუზიური რესტორანი, სადაც მაგიდა 5 წლით ადრე უნდა დაჯავშნოთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ექსკლუზიური რესტორანი, სადაც მაგიდა 5 წლით ადრე უნდა დაჯავშნოთ

ამერიკაში მდებარე რესტორანი Damon Baehrel-ი მსოფლიოში ყველაზე ექსკლუზიური დაწესებულებაა - თუ რესტორანში სადილობა გადაწყვიტეთ, 5-წლიანი ლოდინი მოგიწევთ.

რესტორანში მხოლოდ 12 მაგიდა და 18 სტუმრისთვის განკუთვნილი ადგილია. დაწესებულებაში მხოლოდ 1 ადამიანი მუშაობს - რესტორნის მფლობელი ბეიჰრელი. ყოველ ღამე სტუმრებისთვის სწორედ ის ამზადებს უგემრიელეს კერძებს პროდუქტისგან, რომელიც თავად მოჰყავს.

კერძების ღირებულება 255 დოლარია. თუ სასმელების ფასსაც გადახედავთ, დარწმუნდებით, რომ მენიუს საშუალო ხელფასით ვერ გაწვდებით. მაგიდის დაჯავშნა "იმეილით" ხდება. რესტორნის სტუმრები ხშირად არიან ჰოლივუდის ვარსკვლავები.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე