loader

"გრინჩის" მსახიობი ახალი კლიპისთვის გაშიშვლდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გრინჩის" მსახიობი ახალი კლიპისთვის გაშიშვლდა

ტეილორ მომსენი საზოგადოებამ ფილმიდან "გრინჩი - შობის გამტაცებელი" გაიცნო, სადაც ის ჯიმ ქერის უწევს პარტნიორობას. ამას მოყვა ერთ-ერთი მთავარი როლი სერიალში Gossip Girl (”ჭორიკანა გოგონა”). თუმცა, პირველ სამ სეზონში აქტიური მონაწილეობის შემდეგ ის უფრო იშვიათად ჩნდებოდა ტელეეკრანებზე, ვინაიდან ახალგაზრდა მსახიობმა მუსიკალურ კარიერას სერიოზულად მიჰყო ხელი. მისმა მუსიკალურმა ჯგუფმა The Pretty Reckless 2009 წელს ხმის ჩამწერ სტუდიასთან გააფორმა ხელშეკრულება და საკუთარ ალბომზე დაიწყო მუშაობა. ჯგუფი მალევე გახდა პოპულარული და უამრავი ტურნე მოიარა. 13 თებერვალს კი სიმღერაზე Heaven Knows, რომელიც მათ ახალ ალბომში შევა, ჯგუფმა ვიდეოკლიპი გამოუშვა.