loader

თავშესაფარში მცხოვრები ძაღლი დეპრესიის გამო ხალხს ზურგს აქცევს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თავშესაფარში მცხოვრები ძაღლი დეპრესიის გამო ხალხს ზურგს აქცევს

ცხოველთა თავშესაფარში მცხოვრები ძაღლი ჩელსი დეპრესიის გამო თავშესაფარში მოსულ სტუმრებს ზურგს აქცევს და არ უყურებს. კალიფორნიაში არსებულმა სან ბერნარდინოს თავშესაფარმა ჩელსი დაძინებისთვის განკუთვნილი ცხოველების სიაში ჩასვა, თუკი მას 2014 წლის 13 თებერვლამდე პატრონი არ გამოუჩნდება.

ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ჩელსის ფოტოს განთავსების შემდეგ ძაღლმა ბევრი ადამიანის სიყვარული დაიმსახურა და თავშესაფრის მეპატრონეებმა გადაწყვიტეს მისთვის მეორე შანსი მიეცათ.