loader

კომპიუტერული თამაშების პირველი მარათონი Game jam თბილისში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კომპიუტერული თამაშების პირველი მარათონი Game jam თბილისში

"ექსპო ჯორჯიას" საგამოფენო ცენტრში საქართველოში კომპიუტერული თამაშების პირველი მარათონი Game jam გაიხსნა. ფესტივალი Game jam მასშტაბით ტარდება და არის ყველაზე დიდი მოვლენა კომპიუტერული თამაშების ინდუსტრიაში. საქართველო  ფესტივალს 22-23 თებერვალს, ორდღიანი ღონისძიებით შეუერთდა.

ფესტივალის მიზანია საქართველოში კომპიუტერული თამაშების სფეროს განვითარების, ასევე ბიზნეს სტარტაპების ჩამოყალიბების და ამ დარგში სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა.

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება ჰაკათონის ტიპის კონკურსი, რომლის ფარგლებშიც 10 გუნდი, 32 საათის განმავლობაში კონკრეტული თამაშების პროტოტიპების შექმნაში შეეჯიბრება. გამარჯვებულია ის გუნდი, რომელიც შეზღუდულ დროში საუკეთესო ნამუშევარს წარადგენს. გუნდებს სპეციალურად დაკომპლექტებული ჟიური შეაფასებს.

ღონისძიების მხარდამჭერი და ორგანიზატორია საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტი. მარათონის ორგანიზატორები ასევე არიან: IGDA Georgia (კომპიუტერული თამაშების ინდუსტრიის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია), CG Georgia, ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი, Stormbringer Studios, ინტერაქტიული აპლიკაციების ლაბორატორია, Jok Entertainers და Jump of Fall.