loader

Voice-ის 17 წლის კონკურსანტი აშერმა "გრემის" ჯილდოთი მოხიბლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

Voice-ის 17 წლის კონკურსანტი აშერმა "გრემის" ჯილდოთი მოხიბლა

24 თებერვალს, Voice-ის ახალი, მეექვსე სეზონის პრემიერაზე 17 წლის მომღერალმა - ბრია კელიმ გაიბრწყინა. გოგონამ Steamroller Blues იმღერა და ოთხივე მწვრთნელი შემოაბრუნა. მისით მოხიბლულმა ადამმა, შაკირამ, ბლეიქმა და აშერმა, ბრიას თავიანთ გუნდში გადაბირებისთვის სხვადასხვა ხერხს მიმართეს.

აშერმა "გრემის" ჯილდოთი მოაწონა თავი კონკურსანტს და უთხრა, რომ ეცდება, მასაც ჰქონდეს მსგავსი. როგორც ჩანს, "გრემმა" გოგონაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მან მწვრთნელად აშერი აირჩია.