loader

როგორ ჟღერს მუსიკა წყალქვეშ - კონცერტი აუზში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ ჟღერს მუსიკა წყალქვეშ - კონცერტი აუზში

წყალქვეშ ყვინთვისას ჩვეული ხმები და ფორმები უჩვეულოდ გეჩვენება, მითუმეტეს თუ უბრალოდ კი არ ყვინთავ, არამედ წყალქვეშა კონცერტს ესწრები, მაგალითად ისეთს, ბრიტანელი არტისტი ჯოელ კაიენი რომ აწყობს. კაიენი საუნდ-არტის მიმართულებით მუშაობს და უჩვეულო კონცერტებს აწყობს, რომლებიც სტუმრებს საშუალებას აძლევს მუსიკას წყალქვეშ მოუსმინონ. მსმენელები აუზში ცურავენ, მუსიკა ისმის როგორც წყალქვეშ, ისე მის ზედაპირზე.

"თითქოს სიცარიელეში დაცურავ. განმარტოების შეგრძნება ათასჯერ უფრო ძლიერია. თუ აუზის ფსკერზე ხარ, შენს თვალწინ ადამიანები დაცურავენ და მათი გამოსახულება დამახინჯებულია, ეს ვიზუალურ ეფექტსაც ქმნის", - ამბობს ერთ-ერთი მსმენელი.

წყალში ბგერის სიჩქარე თითქმის ოთხჯერ მეტია, ვიდრე ჰაერში. საუნდ-არტის მიზანი მხოლოდ წყალში მუსიკის მოსმენა კი არა, ვიბრაციის მეშვეობით მისი შეგრძნებაა. რა გასაკვირია, რომ წყალქვეშა კონცერტების მოწყობის იდეა ჯოელ კაიენს ცურვის დროს მოუვიდა. ახლა თავისი წარმოდგენებით გასტროლებზე დიდ ბრიტანეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მოგზაურობს.