loader

მოყვარული მეცნიერების ჯგუფმა სტრატოსფეროში ნამცხვარი გაუშვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოყვარული მეცნიერების ჯგუფმა სტრატოსფეროში ნამცხვარი გაუშვა

მოყვარული მეცნიერების ჯგუფმა სტრატოსფეროში ნამცხვარი გაუშვა - რატომ და რისთვის, არავინ იცის, შეიძლება იმ შთამბეჭდავი ვიდეოს გადასაღებად, სადაც ჩანს, თუ როგორც დაფრინავს კრემიანი ნამცხვარი ღრუბლებში უდაბნოების თავზე. ტკბილეული ხელნაკეთ კოსმოსურ ხომალდზე "კანოლო ტრანსპორტერზე" დაამაგრეს, მერე კანოლო ჰელიუმით სავსე უზარმაზარ ბუშტს მოაბეს და გაუშვეს. ბუშტი ცაში დაახლოებით 9 ათასი მეტრის სიმაღლეზე აფრინდა, მაგრამ მალევე დაიწყო დაშვება და ცხვრების ფერმაში, ტალახიან გზაზე ჩამოვარდა, სადაც უჩვეულო ექსპერიმენტის ავტორებმა თავიანთი "მფრინავი" ნამცხვარი იპოვეს.