loader

3,5-მეტრიანი პითონი ტაქსის სალონში - ნიუ-იორკელი ტაქსისტის ხუმრობა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

3,5-მეტრიანი პითონი ტაქსის სალონში - ნიუ-იორკელი ტაქსისტის ხუმრობა

კომიკოსმა და ყოფილმა ტაქსისტმა ჯიმი ფეილამ გართობა გადაწყვიტა და ვიდეოზე გადაიღო მგზავრების რეაქცია, რომლებიც ტაქსის სალონში 3,5-მეტრიან პითონს აწყდებიან.

გველი, რა თქმა უნდა, შხამიანი არაა, მაგრამ როდესაც მგზავრი მოულოდნელად მის წინ აღმოჩნდება, პითონისგან მშვიდ რეაქციას ნაკლებად  ელის. ამავე დროს ფეილა დარწმუნებულია, რომ ცუდი არაფერი გაუკეთებია და მისი თქმით, ექსპერიმენტის ყველა მონაწილე, გონს მოსვლის შემდეგ არწმუნებდა, რომ განაწყენებული არ იყო და ჩივილს არ აპირებდა.

მაგრამ ქალაქის ლიცენზიის გამცემ ორგანიზაცია Taxi and Limousine Commission(TLC)-ში განაცხადეს, რომ კომიკოსმა ცუდად იხუმრა და ამიტომ ისინი მისთვის ლიცენზიის ჩამორთმევას ფიქრობენ. TLC-ის წესებით, მგზავრების შეშინება მკაცრად იკრძალება.