loader

როგორ ჟღერს მობილური ტელეფონების "ორკესტრის" მელოდია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ ჟღერს მობილური ტელეფონების "ორკესტრის" მელოდია

სამხრეთ კორეაში უმსხვილესმა მობილურმა ოპერატორმა SK Telecom-მა კომპანიის 30 წლის იუბილეს ორიგინალურად აღნიშვნა გადაწყვიტა და ვიდეო გადაიღო, რომელშიც 30 სხვადასხვა ტელეფონი ოთხი პეიჯერის თანხლებით ერთ მარტივ მელოდიას "უკრავს".

იმპროვიზირებულ ორკესტრში 1985 წლიდან 2010 წლამდე შექმნილი ტელეფონების მოდელები მონაწილეობენ, მათ შორისაა როგორც წარსულში ცნობილი Nokia 101, ისე შედარებით თანამედროვე მობილურები. თუმცა "ორკესტრში", ძირითადად, სამხრეთ კორეის ფარგლებს გარეთ ნაკლებად ცნობილი მოდელები მოხვდნენ. აღსანიშნავია, რომ მოწყობილობების უმრავლესობა მაშინ გამოვიდა, როდესაც ტელეფონები განსაკუთრებული მუსიკალურობით არ გამოირჩეოდა და mp3-პლეერები არ ჰქონდა.