loader

ამ ბავშვის საოცარი ხმა არასოდეს დაგავიწყდებათ! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამ ბავშვის საოცარი ხმა არასოდეს დაგავიწყდებათ!

2014 წლის 6 თებერვალს ესპანეთში საბავშვო "ახალი ხმის" პრემიერა შედგა, რომლის ჟიურის შემადგენლობაში ცნობილი შემსრულებლები: გრემის მფლობელი ესპანელი პოპ მომღერალი დევიდ ბისბალი, ასევე ორგზის ლათინური გრემის მფლობელი, ესპანელი მომღერალი და მსახიობი როზარიო ფლორესი არიან.

შესარჩევ ტურზე მწვრთნელების გაოცება 9 წლის რაულ ვიდალ "ელ ბალილამ" მოახერხა, რომელმაც ესპანელი ფლამენკოს მომღერლის კამარონ დე ლა ისლას სიმღერა Como El Agua შეასრულა. ბიჭუნას მწვრთნელები პირველივე წამზე შემოუბრუნდნენ. საბოლოოდ მან დევიდ ბისბალი აირჩია.

არაჩვეულებრივი ხმის და შესრულების მიუხედავად, რაულმა "საბავშვო ხმაში" გამარჯვება ვერ მოახერხა. ფინალში გავიდა, თუმცა გამარჯვება მარია პარადოს ერგო.