loader

მამაკაცის უიღბლო "სელფი" მიმავალი მატარებლის ფონზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამაკაცის უიღბლო "სელფი" მიმავალი მატარებლის ფონზე

ახალგაზრდა ამერიკელი მამაკაცი შეეცადა, მიმავალი მატარებლის ფონზე "სელფი" გადაეღო, მაგრამ ავტოპორტრეტის გადაღების მცდელობა ისე არ დასრულდა, როგორც ვარაუდობდა.

"სელფის" გადაღების პროცესი მისმა ავტორმა, Jared Michael-ის სახელით, YouTube-ზე გამოაქვეყნა.

9-წამიან ვიდეოში ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება: ჯარედი, რომელიც მისი აზრით, ბილიკიდან უსაფრთხო მანძილზე დგას, მატარებელს ელოდება - მომავალი ელმავლიდან ვიღაცის გამაფრთხილებელი ყვირილი ისმის, შემდეგ თავში რაღაც ხვდება და ლამის იქცევა. ჩანს, თითქოს მას მატარებელმა დაარტყა, მაგრამ დაკვირვების შემთხვევაში, ვიღაცის ფეხის დანახვაა შესაძლებელი - როგორც ჩანს, მემანქანის, რომელიც რამდენიმე წამის წინ ეძახდა.

"იმ კაცმა თავში ჩამარტყა", - ამბობს ვიდეორგოლში გაოგნებული "სელფი"-ფოტოგრაფი. შემდეგ კი კომენტარებში აღიარებს, რომ "უსაფრთხო" დისტანცია არასწორად გათვალა.