loader

Mercedes-ის ახალი ვარსკვლავი: სუპერპასუხი BMW X6-ს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

Mercedes-ის ახალი ვარსკვლავი: სუპერპასუხი BMW X6-ს

Mercedes Concept Coupe SUV ახალი ჯიპი "მერსედესის" რიგებში 2015 წლის მეორე ნახევრიდან გამოჩნდება. პეკინის ავტოშოუზე გერმანელებმა კონცეპტუალური მოდელი წარმოადგინეს, რომელიც BMW X6-ის პირდაპირ კონკურენტად მოიაზრება.

სიახლის სერიული სახელწოდება, სავარაუდოდ, MLC იქნება და მისი წარმოება, ML და GL Suv-ების მსგავსად, ამერიკის შეერთებულ შტატებში იგეგმება. სიახლე ML-ის პლატფორმას მოირგებს და სავარაუდოდ, მსგავსი ძალისმიერი აგრეგატებითაც აღიჭურვება. ავტომობილს მისი "ძმისგან" თანამედროვე სპორტული იერსახე და დაქანებული სახურავი განასხვავებს.

სპეციალურად საიტისთვის კოკა კვირკველია