loader

ზებრის ფეხებით და ვირის ტანით - უჩვეულო ჰიბრიდი მეხიკოს ზოოპარკში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზებრის ფეხებით და ვირის ტანით - უჩვეულო ჰიბრიდი მეხიკოს ზოოპარკში

მეხიკოს ზოოპარკში უჩვეულო ბინადარი გაჩნდა, ე.წ. ზონკი - ზებრისა და ვირის ჰიბრიდი. მას სამხრეთ აფრიკაში გადაღებული მულტფილმის გმირის პატივსაცემად კუმბა დაარქვეს. კუმბამ ალბინოსი მამა ვირისგან მეტი მახასიათებლები მიიღო მემკვიდრეობით, დედისგან კი მხოლოდ ფეხების შავ-თეთრი შეფერილობა ერგო. ზოოპარკის თანამშრომლები ამბობენ, რომ ისეთი ცხოველების დაბადება, როგორიც კუმბაა - დიდი იშვიათობაა, რადგან ვირისა და ზებრას ქრომოსომები, პრაქტიკულად, შეუთავსებელია.