loader

ჩვილების ტირილის კონკურსი იაპონიაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩვილების ტირილის კონკურსი იაპონიაში

"იტირე, პატარავ, იტირე" - ბავშვების ტირილის ტრადიციული იაპონური კონკურსი, როგორც წესი, მონაწილეების ცრემლებითა და ჩაბჟირებით დამთავრდა. იმ ადამიანებს, ვინც არ იცის, რომ იაპონიაში ბავშვის ხმამაღალი ტირილი ავი სულების დასაფრთხობ საუკეთესო ხერხად ითვლება, ეს სანახაობა დიდ სისასტიკედ მოეჩვენება - ორ პატარა მონაწილეს სუმოს რინგზე სვამენ და მსაჯი მათ ხმამაღლა ჩაჰყვირის: "დაიწყეთ ბრძოლა!" ბავშვებსაც, ცხადია, ძალიან აშინებთ მოხუცის ყვირილი და ბოლო ხმაზე ტირიან.

გამარჯვებული ისაა, ვინც უფრო ხმამაღლა იტირებს, თუ ჩაბჟირდება, ხომ მთლად უკეთესი. მშობლებს საწინააღმდეგო არაფერი აქვთ - იაპონელების აზრით, გარდა იმისა, რომ ბავშვის ტირილი ავ სულებს აფრთხობს, ჩვილის ჯანმრთელობისთვისაც კარგია. წელს ბავშვების ტირილის კონკურსი ჰიროსიმაზე ჩატარდა და მასში 6-დან 18 თვემდე ასაკის 800 პატარა მონაწილეობდა.