loader

მილოცვა სოხუმიდან, "აფხაზური" ცეკვა და უმაღლესი ქულები იასენიას ჟიურისგან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მილოცვა სოხუმიდან, "აფხაზური" ცეკვა და უმაღლესი ქულები იასენიას ჟიურისგან

15 მაისს "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ქართული ცეკვის ტური გაიმართა. ჟიურისგან ყველაზე მაღალი ქულები მოსკოვში მოღვაწე გაგრელმა მომღერალმა იასენიამ და მოცეკვავე ლევან ახვლედიანმა დაიმსახურეს. მათ "აფხაზური" იცეკვეს და 40 (10 10 10 10) ქულა მიიღეს.

შეფასებისას ინგა გრიგოლიამ აღნიშნა, რომ ის ძალიან ააღელვა აფხაზურმა ცეკვამ და სოხუმიდან იასენიას აფხაზი მეგობრების მოკითხვამ. ნინო სუხიშვილმა კი იასენიას რუსულ ენაზე მიმართა და უთხრა, რომ აფხაზეთი ყველას ტკივილია და ის, რომ მან დღეს საქართველოში აფხაზური ცეკვა იცეკვა, ეს სიმბოლურია.

Abkhazian dance and congratulations from Sokhumi on “Dancing with the Stars” - Watch the video on georgianews.ge