loader

საგზაო მოძრაობას მოცეკვავე პოლიციელი არეგულირებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საგზაო მოძრაობას მოცეკვავე პოლიციელი არეგულირებს

ფილიპინების დედაქალაქი მანილა ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილია მსოფლიოში. და მაინც, აქ არის ერთი საგზაო პოლიციელი, რომელიც თავს გადასარევად გრძნობს ამ გიჟურ მოძრაობაში და არც ცეკვა ავიწყდება. პოლიციელ რამირო ინოჰასს მთელი მანილა იცნობს. გასაკვირი არცაა - ასეთ საგზაო პოლიციელს მეორეს არათუ მანილაში, ვერცერთ სხვა ქალაქში ვერ ნახავთ. დიდ მაგისტრალზე, მანქანების მორევში რამირო სასწაულ პირუეტებს ასრულებს და ამავე დროს მოხერხებულად არეგულირებს საავტომობილო მოძრაობას.