ასეთი ექსტრემალური ბეისჯამფინგი ჯერ არ გექნებათ ნანახი
ჩილელი ბეისჯამფერი სებასტიან ალვარესი ქვეყნის ყველაზე მაღალი - 100 მეტრის სიმაღლის ხიდიდან, ამოლანასიდან გადმოხტა, თანაც პირდაპირ ხიდიდან კი არა, ზედ მთელი სიჩქარით მიმავალი მანქანის ძარიდან. პარაშუტის გაშლამდე ბეისჯამფერს თავისუფალი ვარდნის მხოლოდ რამდენიმე წამი ჰქონდა, მერე კი პარაშუტით უსაფრთხოდ დაეშვა მიწაზე.