loader

ახალი ინტერნეტჰიტი: უცნობი ადამიანები ერთმანეთს სახეში "ულაწუნებენ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი ინტერნეტჰიტი: უცნობი ადამიანები ერთმანეთს სახეში "ულაწუნებენ"

გახსოვთ "პირველი კოცნის" ვიდეო? საქართველოში დაბადებული კინორეჟისორის, თათია პილიევას ორიგინალური იდეა რამდენიმე თვის წინ ინტერნეტჰიტად იქცა. ამჯერად, სცენარისტმა მაქს ლანდისმა მსგავსი ვიდეო გადაიღო, სადაც მთავარი გმირები ერთმანეთს სახეში ურტყამენ.

ექსპერიმენტში 40-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, ჰოლივუდის მსახიობებმა: ჰეილი ჯოელ ოსმენტმა ("მეექვსე გრძნობა"), ჯესიკა სტროუპმა ("90 210"), დასტინ მილიგანმა ("90 210"), მეტ ბენეტმა (Victorious) და სხვებმა. ექსპერიმენტში მონაწილეების უმრავლესობა გადასაღებ მოედანზე ერთმანეთს პირველად შეხვდა, თუმცა ამას მათთვის ხელი არ შეუშლია, სახეში გაელაწუნებინათ უცნობი ადამიანებისთვის.

ასევე იხილეთ:

ჰომოფობის პირველი ჩახუტება გეისთან

"პირველი კოცნა" - საქართველოში გაზრდილი რეჟისორის კლიპი 1 დღეში 20 მილიონი ნახვით