loader

შვლის ნუკრი და კნუტი კატო: საუკეთესო მეგობრები თბილისის ზოოპარკში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შვლის ნუკრი და კნუტი კატო: საუკეთესო მეგობრები თბილისის ზოოპარკში

თბილისის ზოოპარკის ახალი ბინადარი, ობოლი შვლის ნუკრი მოყოჩაღდა. როგორც ზოოპარკის "ფეისბუქის" გვერდი გვატყობინებს, პატარა გამოცოცხლდა, მოღონიერდა და მეგობრებიც გაიჩინა. გაბურძგნული კნუტი კატო მისი პირველი და ჯერჯერობით საუკეთესო მეგობარია.

"ერთი სული აქვს ცელქ ფისოს, როდის გადაძვრება შვლის ტერიტორიაზე. შევა თუ არა, პირველ რიგში, მივა და რძეს დაულევს, ჭამის შემდეგ კი თამაშის ხასიათზე დგება; პატარა თათებით ეპოტინება და მოსვენებას არ აძლევს დაწინწკლულ მეგობარს. ძალიან რომ შეაწუხებს, გადმოსვამს ხოლმე ძიძა და მერე შველი იწყებს წრუწუნს, სად წაიყვანეთ, დააბრუნეთ ჩემი ბუსუსა კატოო..." - ვკითხულობთ თბილისის ზოოპარკის "ფეისბუქ-გვერდზე".

Fawn and Kitten Kato become friends in Tbilisi zoo - Watch the video on georgianews.ge

ასევე იხილეთ: "თიანეთელი ბემბი" - თბილისის ზოოპარკის ახალი ბინადარი ობოლი შვლის ნუკრ