loader

"ფორბსმა" ბიონსე ყველაზე გავლენიან ვარსკვლავად დაასახელა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ფორბსმა" ბიონსე ყველაზე გავლენიან ვარსკვლავად დაასახელა

ამერიკელმა პოპ-დივამ ბიონსემ წელს ჟურნალ Forbes-ის მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ცნობილი ადამიანების ასეულში პირველი ადგილი დაიკავა. მეორე ადგილი NBA-ს კალათბურთელ ლებრონ ჯეიმსს ერგო, ხოლო მესამე ადგილზე პროდიუსერი და რეპერი დოქტორ დრე გავიდა. 2013 წელს რეიტინგს ცნობილი ტელეწამყვანი ოპრა უინფრი ლიდერობდა, წელს კი მან მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.

ბოლო 12 თვის მანძილზე ბიონსემ 115 მლნ დოლარი გამოიმუშავა. ძირითადი შემოსავალი მომღერალს მსოფლიო საკონცერტო ტურნემ მოუტანა, რომელიც 95 გამოსვლას მოიცავდა. თითოეულ მათგანში მომღერალს დაახლოებით 2,5 მლნ დოლარს უხდიდნენ. გარდა ამისა, პოპ-მომღერალმა შემოსავალი მისი ტანსაცმლის ხაზიდანაც მიიღო. წინა კვირაში კი მეუღლესთან ერთად საკონცერტო ტურნე დაიწყო.

ასევე იხილეთ:

ბიონსემ და ჯეი ზიმ საიდუმლო ქორწილის კადრები გაასაჯაროვეს

ბიონსეს "ვიზუალური ალბომი" - მუსიკა, რომელსაც დაინახავთ