loader

ტელევიზორი, რომელიც მაშინ აჩვენებს, როცა გაუღიმებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტელევიზორი, რომელიც მაშინ აჩვენებს, როცა გაუღიმებ

ლონდონის ხელოვნების სამეფო კოლეჯის სტუდენტმა დევიდ ჰედბერგმა ერთ-ერთი სასწავლო კურსის ფარგლებში შექმნილი ნამუშევარი წარმოადგინა. მან ტელევიზორი სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის ბაზაზე კამერით და  სახეების ამომცნობი სისტემით აღჭურვა. გამოგონებას Smile TV ჰქვია.

როდესაც ტელევიზორის წინ მაყურებელი არ ზის, ეკრანზე მხოლოდ ხარვეზები ჩანს, მაგრამ როგორც კი სისტემა ადამიანის სახეზე ღიმილს აღმოაჩენს, სურათი რეგულირდება. თუ ღიმილი საკმარისად გამომხატველი არ არის, ეკრანზე კვლავ ხარვეზები ჩნდება და ძლიერდება იმის მიხედვით, როგორ ქრება ღიმილი.

ჰედბერგის ჩანაფიქრით, მის მიერ შექმნილი Smile TV ყურების პროცესში ადამიანის უფრო მეტად ჩართულობას უზრუნველყოფს.